Thursday, July 9, 2015

დღე 8

          წარმოვადგინეთ პრეზენტაცია მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, კოლაბორაციულ და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე, წავიკითხეთ მოდული 6-ის 1 და 2 აქტივობა,სასწავლო რესურსებში განვიხილეთ პროექტის გეგმა,განვიხილეთ ფასილიტაციის მასალა,ვისწავლეთ ინტერნეტ რესურსებიდან ინტერნეტ მიმართებების მონიშვნა და ჩასმა, მივიღეთ დავალება შემდეგ გაკვეთილზე დავასრულოთ და წარმოვადგინოთ ნასწავლი მასალა:
          1.თემატური გეგმა,
          2. ბუკლეტი,
          3. ჩეკლისტის ბუკლეტი,
          4. თემატური პრეზენტაცია,
          5. პრეზენტაციის ჩეკლისტი,
          6. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,
          7. პრეზენტაციის რუბრიკა.

Monday, July 6, 2015

დღე 7

         წავიკითხეთ მოდული 5-ის 1 და 2 აქტივობა მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე, შევისწავლეთ შეფასების ელ.ფოსტა google-ფორმა,სადაც შეიძლება შევქმნათ ტესტები, ნებისმიერი გამოკვლების ფორმა და ა.შ მაგალითისთვის გავაკეთეთ ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე-ს ცხრილი,შევისწავლეთ google-formis ყველა ჩამონათვალის მნიშვნელობა. ტესტების გაგზავნა.
         მივიღეთ დავალება:1) პრეზენტაციის ჩეკლისტის მეშვეობით შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,2)კოლაბორაციული და პრეზენტაციის რუბრიკას მოვარგოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

Friday, July 3, 2015

დღე 6

     გავაკეთეთ საშინაო დავალების პრეზენტაცია,სახელმძღვანელოს რესურსებში ვნახეთ პროექტი და სასწავლო პროცედურები,ვისწავლეთ დრაივერში შესვლა და ინფორმაციის შენახვა,შევქმენით ახალი საქაღალდე  და შიგ შევინახეთ ჩვენს მიერ გაკეთებული მასალა,ვისწავლეთ სურათების და აუდიო მასალის გადატანა ამ საქაღალდეში,ვისწავლეთgmaili-დან გეგმის გადატანა,,ვისწავლეთ ბლოგზე ლინკ-ის დადება, ვისწავლეთ პრეზენტაციის გაზიარება,ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.

Wednesday, July 1, 2015

დღე 5

     ტრენერმა შეგვიმოწმა დავალება, გავაკეთეთ პრეზენტაცია,ვისწავლეთ პრეზენტაციის სლაიდების გაკეთება presentations-ში,ვისწავლეთ სლაიდების მოძრაობის სხვადასხვა ხერხები, განვიხილეთ მოდული 3,ვისწავლეთ სლაიდების ეფექტები, სლაით-შოუს პროგრამაში მუშაობა, მივიღეთ დავალება.